ქართული საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისგან დაცვის მიზნით, ახალი კოალიცია შეიქმნა. რვა არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია, „იუესაიდის“ და „ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის“ მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. მიზანი დეზინფორმაციის წყაროების იდენტიფიცირების, მონიტორინგის და კვლევის მიმართულებით მუშაობაა. არასმთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ არასწორი ცნობების გავრცელება საარჩევნო პერიოდში ხშირდება, რაც კონკრეტული პირების დისკრედიტაციას ემსახურება.