აქტივიზმი და შეკრების უფლებით სარგებლობა – ამ სახელწოდებით ანგარიშის პრეზენტაცია გამართა „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“. ანაგარიშში შეფასებულია 2021 წლიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით გამართული საპროტესტო აქციების დროს, პოლიციის მხრიდან გამოყენებული ძალის პროპორციულობა და უფლებრივ დარღვევებზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების ეფექტიანობა. ანგარიშში შეფასებულია 5 ივლისს განვითარებული მოვლენები და „ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციებზე პოლიციის ჭარბი მობილიზება.