20-21 ივნისის აქციის შედეგად დაშავებული პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 46 წლის მამაკაცი კომიდან გამოვიდა და კონტაქტური გახდა. ამ დროისთვის ის ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
რეგიონულ ჰოსპიტალში სულ სამი პაციენტი რჩება. თავის და თვალის მძიმე დაზიანებით შეყვანილ ერთ პაციენტს წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია და ის უკვე გადაყვანილია პალატაში. მას ხვალ გაწერენ.
მესამე პაციენტის შემთხვევაშიც დადებითი დინამიკა შეინიშნება.