პარლამენტის შენობასთან შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის ორგანიზატორები დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში საინფორმაციო ბუკლეტებს არიგებენ. მათი განცხადებით, ბუკლეტები შეიცავს ინფორმაციას 20 ივნისს პარლამენტის შენობასა და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებზე. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ახსენებენ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნის მიზეზებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს არის მათი პასუხი ხელისუფლების მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციაზე.