აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან მანქანა ამოატრიალეს და დაამტვრიეს
დემონსტრანტებმა, რომლებიც კვლავ პარლამენტისკენ მიემართებოდნენ, ფილარმონიის წინ მანქანა ამოატრიალეს და დაამტვრიეს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან ჯერ კოსტავას, შემდეგ კი მელიქიშვილის გამზირებზე გადაინაცვლეს და ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ გაჩერდნენ.
მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ჭავჭავაძის გამზირზე არსებული გზის ჩამკეტი ბარიერები გამოიყენეს, რათა ვარაზისხევი ჩაეკეტათ.
როგორც საქართველოს პირველი არხის კამერამ დააფიქსირა, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კორპუსის ფანჯარაში ქვა ისროლა.