აჭარის მთავრობის სახლთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირების საქმის განხილვა დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება.
25 დაკავებული პირიდან, ორი, სასამართლომ ხელწერილით დაკავებიდან მალევე გაათავისუფლა. 11 პირის პროცესი კი გუშინ გაიმართა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, თუმცა პროცესი გადაიდო და განხილვა 23 მაისს განახლდება. იზოლატორში ამჟამად 12 პირი რჩება.