აქცია ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ შენობასთან.
სანდრო ეულის ქუჩაზე მოძრაობა „არა ნაციზმის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ. მათ ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორს საკუთარი პირობის შესრულებისკენ მოუწოდეს. როგორც ისინი ამბობენ, ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის დატოვების პირობა საჯაროდ დადო.
აქციაზე სიმბოლურად ავიაბილეთების ასლები დატოვეს.