აქცია მერიასთან. ადგილზე თბილისის ზღვის მიმდებარე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეები შეიკრიბნენ. მათი თქმით, მერიის გადაწყვეტილებით, კუთვნილი ტერიტორია განაშენიანების მიღმა აღმოჩნდა, რის გამოც ვერ ახერხებენ მშენებლობების წამოწყებას. აქციის მონაწილეები მერიისგან ითხოვენ, მოეხსნას ნაკვეთებს შეზღუდვა. აქციის მონაწილეების თქმით, ამ გადაწყვეტილებით დაახლოებით 3000-მდე ადამიანი დაზარალდა.