სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვენ სოფელ ფერმაში.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჭები დაშრა და უწყლოდ დარჩნენ. მათივე თქმით სოფელში არც სარწყავი წყალია, რის გამოც ხეხილის და ბოსტნეულის მოყვანას ვერ ახერხებენ. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ ფერმაში სასმელი წყალი სამი წლის წინ გაკეთდა და 26 საუბნო ონკანიც დამონტაჟდა, თუმცა იმის გამო რომ სოფელში მსხვილფეხა საქონლის ფერმები აქვთ და სასმელი წყალი საკმარისი არ აღმოჩნდა, შეიქმნა პრობლემა.