აქცია გაიმართა სენაკში. მშვიდობის ქუჩის მცხოვრებთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ მაგისტრალზე მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობა ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის და მათ საცხოვრებელ სახლებს აზიანებს. ამასთან, მოსახლეობა ჩივის, რომ გზაზე არც ტროტუარებია მოწყობილი და გასაწმენდია სანიაღვრე არხებიც.
აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთ პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც წყლის გადასახადს უკავშირდება. მოსახლეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა და პრობლემების მოგვარებასაც დაპირდა.
რაც შეეხება მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობას, მისი თქმით, გზა საერთაშორისოა და მოძრაობის აკრძალვა გამორიცხულია, იქამდე სანამ ალტერნატიული ავტობანი არ აშენდება.