რუსთავში საწარმო „ჯეოსტილის“ თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცულია 400-ზე მეტი ადამიანი და შეჩერებულია საწარმოო პროცესი. როგორც პროტესტის მონაწილეები ამბობენ, მიზეზი – შრომითი უფლებების დარღვევაა. „ჯეოსტილის“ თანამშრომელთა განცხადებით, ადმინისტრაციამ ხელფასები მათ უმიზეზოდ შეუმცირა. ამასთან, დასაქმებულთა თქმით, ხელმძღვანელი პირები მათთან კომუნიკაციაზე არ გამოდიან.