აქცია გაიმართა რუსთავში.
ახალგაზრდებმა ტრანსპორტზე ტარიფის ზრდა გააპროტესტეს.
აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა. „ძალა ჩვენშია, არა გაზრდილ ტარიფს“,- ასეთი შინაარსის ტრანსპარანტებით აქციის მონაწილეები რუსთავის მერიის წინ შეიკრიბნენ.
29 დეკემბრიდან რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ფასი ლარი და ორმოცდაათი თეთრიდან ორ ლარამდე გაიზარდა.