ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ ოფისთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. პროტესტის მიზეზი „რუსთავი ორის“ გადაცემის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მონოლოგი გახდა.
„რუსთავი ორის“ ოფისთან აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა. აქციის მონაწილეების განაცხადებით, მათი ორი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გიორგი გაბუნიას მონოლოგის გამო არხმა ბოდიში მოიხადა და მაუწყებლობა დროებით შეაჩერა, მათი მესამე მოთხოვნა კი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან რეაგირებაა.
აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „რუსთავი ორის“ ოფისთან იმ შემთხვევაშიც შეიკრიბებოდნენ, თუ ტელეკომპანია დილიდან მაუწყებლობას განაახლებდა.
დილის რვის ნახევარზე „რუსთავი ორმა“ მაუწყებლობა განაახლა. არხის ეთერში დილის გადაცემა და საინფორმაციო გამოშვებები გავიდა.