აქცია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს უნდობლობას უცხადებს.

მედ-პერსონალმა აქცია დილიდან კლინიკის ეზოში გამართა და განაცხადა, რომ უწყების მიერ შეთავაზებული კომპენსაცია და დასაქმების დაპირება გაურკვეველია. თანამშრომლები საავადმყოფოს ახალი შენობის მშენებლობას და პარალელურად მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვენ. მათ სამინისტროსთან ფართომასშტაბიანი აქციაც დააანონსეს. ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კი უცვლელია. უწყებაში ამბობენ, რომ შეთავაზებული გარანტიები მოკლე ვადებში შესრულდება, ტერიტორიაზე კი მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი განთავსდება. არსებული შენობის დემონტაჟს საფუძვლად ხუთი სხვადასხვა საექსპერტო, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა დაედო, სადაც ნათქვამია, რომ დაწესებულება რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.