რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს – ალექსანდრე მესხი, კლინიკის თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.
მინისტრის თქმით, ახალი ხელმძღვანელი სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს.
ალექსანდრე მესხი ეკონომიკის მაგისტრია. აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება, სადაც სხვადასხვა წლებში, მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა.