აქცია „ქართული ოცნების“ ოფისთან 

„ქართული ოცნების“ სათავო ოფისთან, პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა – ხუთი მონაწილე დააკავეს. აქციას „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები მართავდნენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა დაპირისპირება, რის შემდეგ პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა.

პოლიციამ აქტივისტებს შენობაზე საპროტესტო სტიკერების გაკვრის უფლება არ მისცა. შენობის პერიმეტრზე სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი.