აქცია-პერფორმანსი კანადის საკონსულოსთან

საქართველოში კანადის საკონსულოსთან ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია-პერფორმანსი მოაწყო. შეკრების მონაწილეები გამოეხმაურნენ ინფორმაციას, რომ კანადაში იგეგმება „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება. აქცია-პერფორმანსის მონაწილეებს სახეზე ოპოზიციისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა ნიღბები ეკეთათ.