კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“

სავარაუდოდ ხმაურის ფონზე ჩაივლის ხვალ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტის განხილვა. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, იურიდიულ კომიტეტზე პირველი მოსმენით უნდა იმსჯელონ. საპროტესტო აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებას დილიდან გეგმავენ. პარალელურად, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ურთიერთბრალდებები ამ დრომდე არ წყდება. მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ პროექტს ოპოზიცია რუსული კანონის ანალოგად მიიჩნევს. საპასუხოდ, ფინანსური გამჭვირვალობის აუცილებლობით ხსნის ინიციატივას სახელისუფლებო გუნდი.