აქცია-პერფომანსი თავისუფლების მოედანზე

ორგანიზაციამ „ერთად სახლში საქართველო“ თავისუფლების მოედანზე აქცია-პერფომანსი გამართა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი დავით გარეჯთან მიმდინარე მოვლენებს და მთავრობის გადაწყვეტილებებს აპროტესტებენ.

ორგანიზაცია, რომელიც ემიგრანტებმა დააფუძნეს, აქციებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერმანენტულად გამართავს.

აქციების მიზანი, როგორც თავად ამბობენ, საქართველოში ვითარების შეცვლაა.