შარლ მიშელისგან შეთანხმებაზე მოწოდებისა და ერთობლივი დისკუსიის შემდეგ, ოპოზიცია მაინც დაანონსებულ გეგმებს მიჰყვება. მას შემდეგ, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველო დატოვა, მმართველი გუნდის ოპონენტებმა საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება და ქუჩის აქცია დაიწყეს. დილიდან დაპირისპირება მოხდა პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან.
პოლიციამ შეკრებილებს გზის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მისცა და რამდენიმე პირი დააკავა.
ადგილზე გიორგი კობერიძე მუშაობს.
მოამბე