აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან

აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელის შეშლის ფაქტებს. მათ შორის იყო საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი შალვა სუმბაძე. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პირდაპირი ჩართვის დროს ჟურნალისტს დროშის აფარებთ შეუშალა ხელი და ბრალდებები წაუყენა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა მუშაობის საშუალება არ მისცა ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფსაც. ისინი დროშების აფარებით, სტვენით, ხმაურითა და შეძახილებით ხელს უშლიდნენ გადამღებ ჯგუფს. აქციის მონაწილეების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება და პრეტენზიები იყო „პოსტივის“ გადამღები ჯგუფის მიმართაც.