მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

დიალოგი დაიწყო – მედიის ყურადღება პრეზიდენტის სასახლისკენაა მიმართული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის და მოწოდებების შემდეგ ხელისუფლება და ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნდა. დიალოგის პროცესში ჩაერთო პრემიერ-მინისტრი. უკვე ერთი საათია, ირაკლი ღარიბაშვილი, სალომე ზურაბიშვილი და ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების ლიდერები ათონელის რეზიდენციაში ერთ მაგიდასთან სხედან და შეთანხმების გზებს ეძებენ.

ახლა მთელი საზოგადოება ელის, დასრულდება თუ არა მოლაპარაკება ამჯერად მაინც კონკრეტული შედეგით და კომპრომისული შეთანხმებით, რომელმაც მძიმე პოლიტიკური ვითარება უნდა განმუხტოს. ხელისუფლების პირველ პირებთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან პირისპირ საუბრის შემდეგ თბილისში მყოფი ევროკავშირის მაღალჩინოსნის მოლოდინები და პროგნოზი ოპტიმისტურია.

„დროა, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მოდერაციაზე“ – ასეთია გზავნილი შარლ მიშელისგან, რომელიც ორივე მხარეს დიალოგის დროს კონსტრუქციულობისკენ მოუწოდებს.

რითი დასრულდება დიალოგი, რომელიც ორი თვის წინ მეოთხე რაუნდზე გაიყინა და დღეს განახლდა, – სალომე ქოქიაშვილს ჩართვა ათონელის რეზიდენციიდან.