სამოქალაქო აქტივისტების აქცია პარლამენტთან.
ისინი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. შეკრებილები ასევე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის აუცილებლობაზე მიუთითებენ. პარლამენტის მიმდებარედ აქტივისტებმა კარავი გაშალეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.