„მე მაქვს სიცოცხლის უფლება“ – ამ სახელწოდების აქცია-პერფორმანსი გაიმართა მერიასთან.
ცხოველთა უფლებადამცველები სახელმწიფოსგან ოთხფეხა ცხოველებისთვის სამართლიან მოპყრობას მოითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, დედაქალაქის მუნიციპალურ თავშესაფარში არ ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, არ ზრუნავენ ცხოველებზე, არ უწევენ მათ შესაბამის სამედიცინო დახმარებას და უსამართლოდ აძინებენ. აქციის მონაწილეები მერიისგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ და დედაქალაქის მერს მოუწოდებენ, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობით დაინტერესდეს.