აქცია ლაფანყურში

აქცია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში. ადგილობრივები ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. შეკრებილების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ხეობაში ტექნიკა უნდა შეიყვანონ. ადგილობრივებმა, სადღეღამისო მორიგეობის შემოღების მიზნით, მდინარის ნაპირზე კარავი გაშალეს.

ლაფანყურელები ამბობენ, რომ სოფლიდან შვიდ კილომეტრში დაგეგმილი ჰესის მშენებლობა ნეგატიურ გავლენას მოახდენს გარემოზე და სოფელს სასმელი და სარწყავი წლის გარეშე დარჩენა ემუქრება. ადგილობრივები კომპანიის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს 2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვდნენ. რა დროსაც გადაწყდა, რომ მოსახლეობის ყველა კითხვაზე ექსპერტები სათანადო დასკვნებს გააცნობდნენ და დამატებითი კვლევებიც ჩატარდებოდა, თუმცა, როგორც ლაფანყურში აცხადებენ, მას შემდეგ მათთან კომპანიის წარმომადგენლები არ გამოჩენილან.