მთავრობის ადმინისტრაციასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიქოვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა ჟურნალისტის დეპორტაციის შეჩერება და გათავისუფლება მოითხოვეს. მათი თქმით, აფგან სადიქოვი საქართველოში სამკურნალოდ იმყოფებოდა, თუმცა 2024 წლის აგვისტოში დააკავეს აზერბაიჯანში ექსტრადიციის მიზნით. აქციის მონაწილეების მტკიცებით, ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია და არსებობს რეალური საფრთხე, რომ ექსტრადირების შემთხვევაში, ის დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.