აქცია კანცელარიასთან

აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან – „სახალხო პარტიის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ სათამაშო ბიზნესის 30%-ით დაბეგვრა მოითხოვა. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, პანდემიის პირობებში ამ სექტორის ბრუნვა 24%-ით გაიზარდა და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწია, თუმცა ბიუჯეტში მხოლოდ 1%-ს იხდის. ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების თქმით, მთავრობისგან რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს გააგრძელებენ.