აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

დილიდან ხმაურია ჯანდაცვის სამინისტროსთან. საპროტესტო აქციას მართავენ აქონდროპლაზიით დაავადებული – სიმაღლეში ზრდის პრობლემების მქონე ბავშვების მშობლები. ამ წუთებში ისინი სამინისტროს შენობაში, პირველ სართულზე იმყოფებიან.

მათ შენობაში შესვლა დილიდან უნდოდათ, თუმცა მხოლოდ ახლა მოახერხეს. მშობლები სახელმწიფოსგან შვილებისთვის უახლესი მედიკამენტის, „ვოზორიდიტის“ დაფინანსებას ითხოვენ.