აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსთან მორიგ აქციას მართავენ. ისინი უწყებისგან იმ მედიკამენტის შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ, რომელიც აღნიშნული სინდრომის სამკურნალოდ ბაზარზე პირველია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ „ვოზორიტიდის“ შემოტანა და ბავშვების დაუყოვნებლივი მკურნალობა არ დაიწყება, ისინი პერმანენტულ აქციებს გააგრძელებენ.