სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა, ექთნებმა, მძღოლებმა და სხვა თანამშრომლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ოფისთან აქცია გამართეს. ისინი შრომის ანაზღაურების გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. დღესვე მედიცინის მუშაკებს ცენტრის ადმინისტრაცია შეხვდა და მოთხოვნებს გაეცნო. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი ცენტრში იქამდე დარჩებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.