აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან

საპროტესტო აქციას მართავენ აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროსთან. ისინი ეკატერინე ტიკარაძისა და მისი მოადგილეების გადადგომას მოითხოვენ. დევნილები ამბობენ, რომ ბინების განაწილება უსამართლოდ ხდება. მათ სპეციალური კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეჩერება სურთ.

დევნილები სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ქულების მინიჭება აპლიკანტებისთვის თანხის სანაცვლოდ ხდება. მოთხოვნებს შორის ახალი კომისიის დაკომპლექტებაც არის.

დევნილთა განცხადებით, ისინი კომისიის არსებულ შემადგენლობას არ ენდობიან.