სასწრაფო დახმარების თანამშრომლები გაფიცვას აანონსებენ, თუმცა ამბობენ, რომ მათთვის კანონმდებლობით არ არის უზრუნველყოფილი სრულად გაფიცვის შესაძლებლობა, სწორედ ამიტომ, პროფკავშირების შუამავლობით, ისინი აპირებენ სასამართლოს სარჩელით მიმართონ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ვალდებულება დაეკისროს მოლაპარაკებაში ჩასართავად. ხელფასების ზრდა, დაზღვევა, სახელფასო დანამატი სტაჟის მიხედვით, – ეს არის იმ მოთხოვნების ნაწილი, რასაც მედიკოსები ბოლო 6 თვეა უშედეგოდ ითხოვენ. მათი თქმით, ვერც მედიაციამ და ვერც პრემიერის სახელზე შეტანილმა წერილმა შედეგი ვერ გამოიღო. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.