აქცია ირანის საელჩოსთან

მაჰსა ამინის მკვლელობის გამო და ირანში საპროტესტო აქციების სოლიდარობის ნიშნად, აქცია გაიმართა თბილისშიც, ირანის საელჩოსთან. საქართველოში მყოფი ირანის მოქალაქეები, ირანში მმართველობის შეცვლას მოითხოვენ. მათი განცხადებით, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებას შეძლებენ მხოლოდ მაშინ, თუ იქ ადამიანებს თავისუფლად ცხოვრების საშუალება მიეცემათ. აქციაზე, პროტესტის ნიშნად, ირანის მოქალაქეებმა ირანული პასპორტები დაწვეს.