კიდევ ერთი აქცია გაიმართა ღამით ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ შენობასთან. მოქალაქეები პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგი დაგმეს და საგამოძიებო უწყებების რეაგირება მოითხოვეს. აქცია ტელეკომპანიის შენობასთან დღესაც გაიმართება.