ფოთში, მეთევზეები შეიკრიბნენ და არსებული რეგულაციები გააპროტესტეს.
მეთევზეთა თქმით, შეზღუდვები პალიასტომის ტბაში თევზაობაში ხელს უშლით, ხშირია ბადეების დაკარგვის შემთვევებიც და ამ პირობებში თევზჭერას ვერ ახერხებენ, ეს კი მათი უმრავლესობისთვის თავის რჩენის ერთადერთი საშუალებაა.
მეთევზეები კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ პრობლემის მოგვარება სთხოვეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ვითარებაში გარკვევას და კანონის შესაბამისად დახმარებას დაპირდნენ.