საქართველოს მასშტაბით, ხე-ტყეზე მომუშავე ორგანიზაციებმა ფინანსთა სამინისტროსთან აქცია გამართეს.
აქვიის მონაწილეები მათ მიმართ დაწესებული ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ჯარიმების დაკისრება უკანონოდ მოხდა. აქციის მონაწილეები ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათი განცხადებით, მიიღეს დაპირება, რომ მოხდება ჯარიმების ამოწერა და შემუშავდება მექანიზმი. შემდგომში ხე-ტყეზე მომუშავე ორგანიზაციებს ექნებათ წვდომა კონტროლის მექანიზმზე. ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს განუმარტეს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამუცემული საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, შესაძლებელია ნებისმიერ ეტაპზე გასაჩივრდეს დავების განხილვის საბჭოზე.