ხმაური იყო დევნილთა სამინისტროში.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც სასტუმრო „ოქროს საწმისში“ ცხოვრობენ, ახალი ბინების გადანაწილების წესს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ახალაშენებულ ბინებში, რომლებსაც სამინისტრო გადასცემს, ერთი და იგივე სულადობის ოჯახებს განსხვავებული ფართი შეხვდათ.
აქციის მონაწილეებს დევნილთა დეპარტამენტის უფროსი შეხვდა. მურად აბლოთიას განმარტებით, ამ ოჯახებისთვის საცხოვრებლის გადაცემა სასტუმროს შენობის ავარიულობის გამო დაჩქარდა. მისი თქმით, რადგან აღნიშნულ ფართებზე პრეტენზიები აქვთ, მათთვის საცხოვრებლის გადანაწილება წლის ბოლოს, სხვა დევნილებთან ერთად მოხდება.