„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი დამსაქმებლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. დღეს პროტესტის მეორე ტალღის მე-15 დღეა. აქციის მონაწილეებს ორივე ქარხანა პიკეტირებული აქვს. წარმოება შეჩერებულია. პროფკავშირები გათავისუფლებული 50 თანამშრომლის აღდგენასა და ორთვიანი სახელფასო ანაზღაურების გადახდას ითხოვენ. გაფიცულმა მუშებმა გუშინ სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს, ისინი მიესალმებიან სახელმწიფოს ჩართვას „ბორჯომის“ მართვის პროცესში და მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ თუმცა ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების შესრულებამდე აქციები კვლავ გაგრძელდება.