ალექსანდრე მილორავა, რომელიც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გადაყენების მოთხოვნით მეექვსე დღეა შიმშილობს, „ევროპული საქართველოს“ აჭარის ორგანიზაციას „ქართულ ოცნებასთან“ ალიანსში ადანაშაულებს და პარტიის ლიდერებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
მილორავა ამბობს, რომ დირექტორის იმპიჩმენტის დასაწყებად, მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის თანხმობაა საჭირო, „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეული გია ქარცივაძე პროცესის დასაწყებად მზადაა, „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილი თამარ წილოსანი კი ექვსი დღეა, კონტაქტზე არ გამოდის.