ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალი გაიხსნა.
მემორიალური დაფა პრემიერ-მინისტრმა, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან, ლალი სეთურიძესთან ერთად გახსნა. გამოჩენილი ფოლკლორისტის, ხალხური სიმღერების შემკრების, ლოტბარის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს ფოლკლორის ცენტრს 2021 წლის 8 აპრილს მიენიჭა. ოზურგეთში იმყოფებიან ასევე პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრები. დღესვე გაიხსნა ოზურგეთის თეატრის შენობა, რომელსაც ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია.