ისტორიული მნიშვნელობის და ქართული საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი მასალები ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის შესახებ.
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ხელოვანებზე საარქივო დოკუმენტაციის მოძიების მიზნით ფოლკლორის ცენტრის მასშტაბური პროექტი ამჯერად იტალიაში გრძელდება. ლა სკალას ოპერაში მე-19 საუკუნეში მოღვაწე ქართველი შემსრულებლის ჩანაწერებს მილანის არქივებში ეცნობიან და მალე ყველა მასალა ქართველებისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.
რომის არქივებში ქართველი ებრაელების მიერ ჩაწერილი მუსიკალური ფოლკლორის ნიმუშები აღმოაჩინეს, რაც უკვე გაციფრულდა. მასშტაბური პროექტის ფარგლებში ფოლკლორის არქივის ელექტრონულ კატალოგში უცხოეთში მოძიებული მასალები ეტაპობრივად განთავსდება. პარალელურად ქვეყნის ფარგლებს გარეთ საარქივო მასალების მოძიების პროცესი გრძელდება.