ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ანთოლოგიური გამოცემის – „გიორგი სვანიძე – ქართული ხალხური სიმღერების“ პრეზენტაცია გაიმართა. გიორგი სვანიძე 40 წელზე მეტ ხანს მოგზაურობდა ქართლსა და კახეთში, აგროვებდა უნიკალურ ხალხურ სიმღერებსა და თქმულებებს.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში გიორგი სვანიძის მიერ ჩაწერილი და გაშიფრული 60-მდე სიმღერის უნიკალური ვარიანტი აღმოჩნდა. ასევე კრებულში 85 სიმღერის სანოტო ვერსია, ადრე გამოცემული თქმულებები და გიორგი სვანიძის ბიოგრაფია შევიდა.