ექსპერტების დასკვნა - ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსი მდგრადია და საცხოვრებლად ვარგისია
ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაზიანებული კორპუსი მდგრადია და საცხოვრებლად ვარგისია. ასეთია თბილისის ლაბორატორიის ექსპერტების დასკვნა.
სპეციალისტებმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის გამოკვლევა უკვე დაასრულეს. საერთო ჯამში დაზიანებულია პირველი სამი სართულის 7 ბინა. უკვე ცნობილია, რომ ბინებს თბილისის კეთილმოწყობის სამსახური გაარემონტებს, რისთვისაც დაახლოებით 300 000 ლარი დაიხარჯება.
თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილს უკვე ხვალიდან მიეცემა საკუთარ ბინებში დაბრუნების საშუალება. მეორე ნაწილი კი რემონტის დასრულების შემდეგ დაბრუნდება სახლში.
ამასთან, სპეცოპერაციის დროს დაზიანებული ავტომობილები მეპატრონეებს დღეს დაუბრუნდათ. მათ ექსპერტიზა უტარდებოდა. კომპენსაციების დათვლას მერიის სამსახურები მომავალი კვირიდან შეუდგებიან.