გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის შემოწმება

როდის შეძლებენ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მაცხოვრებლები საკუთარ სახლებში დაბრუნებას. საუბარია იმ კორპუსზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა. დასკვნას მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლები 3 დღეში დადებენ. რამდენიმე სართულზე მოქალაქეები ამ დრომდე ვერ შედიან. გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაზიანებული კორპუსის შემოწმება დღეს დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო უწყებებმა დაასრულეს მუშაობა, რის შემდეგაც ბინებში უკვე დასუფთავების სამსახური შევიდა.