ანსამბლი „მართვე“ რეგიონებში წინასაახალწლო კონცერტებს მართავს. კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, პირველი საღამო 24 დეკემბერს, სოფელ ვარიანის სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა, სადაც ანსამბლმა ხალხური სიმღერების ნიმუშები წარმოადგინა. მომდევნო კონცერტები დღეს და ხვალ, ნიქოზის მეუფის რეზიდენციასა და კარალეთის საჯარო სკოლაშია დაგეგმილი. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.