„მართვეს“ პრეზენტაცია

თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ანსამბლ „მართვეს“, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, ახალმა და ძველმა თაობამ რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულა. მოწვეული სტუმრების წინაშე, ანსამბლი ახალი სასცენო სამოსით წარდგა, რომელიც კულტურის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „ფაფანაკმა” შეკერა.

„მართვე“ 2018-22 წლებში ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ სტრუქტურული ერთეული იყო. მიმდინარე წლის მაისიდან კი საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით, 45-წლიანი ისტორიის მქონე ანსამბლს დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა. პრეზენტაციას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ.