რუსთაველის ეროვნულ თეატრში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ 20 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს მონაწილეებს ანსამბლის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს. მოეწყო „ბასიანის“ ოცწლიანი შემოქმედებითი ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა.
კონცერტზე შესრულდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები. დღესვე შედგა სანოტო კრებულის პრეზენტაცია – „ქართული ხალხური სიმღერები – გურია“. საღამოზე სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი „ბასიანის მადლიერების ჯილდოთი“ ის ადამიანები დაჯილდოვდნენ, ვინც ანსამბლის წარმატებასა და განვითარებაში წვლილი შეიტანა.