ახალი ანიმაციური ნამუშევარი, რომელიც ნიკო ფიროსმანის ცხოვრებას და შემოქმედებას აცოცხლებს.
ავტორი ანიმატორი კოტე ნინუაა. ნამუშევარში მოქმედი პირები თოჯინები არიან. ანიმაცია დიორამის ამოძრავების შედეგად შეიქმნა – დიორამა სცენის მცირე ზომის მაკეტია, რომელიც სხვადახვა სახის გარემოს შექმნის საშუალებას იძლევა.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.