ანგელა მერკელის განცხადება

ანგელა მერკელი ვარაუდობს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ხელი მისმა გადადგომამ შეუწყო. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანულ გამოცემაზე დაყრდნობით ავრცელებს. „აშკარა იყო, რომ მე თანამდებობაზე აღარ ვიქნებოდი, ამიტომ უბრალოდ უნდა ვთქვა, რომ გასული წლის განმავლობაში, კონფლიქტის მოგვარების სხვადასხვა მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია“, – აღნიშნა მერკელმა.

მოამბე