ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი ვიზიტით რუსთავს ეწვია. მან მერთან, ნინო ლაცაბიძესთან გამართა შეხვედრა. მერმა სტუმარს მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით გატარებული რეფორმები და ქალაქის განვითარების გეგმები გააცნო. მოგვიანებით მხარეები მედიათეკაში რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდნენ.